რუბრიკები
ფოთში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ფოთში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია 37 ქუჩაზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოები დანელიას, პალიასტომის, ჩიტაძისა და ბარამიძის ქუჩებზე სრულდება. არხების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია.
საპროექტო სამუშაოები არხებისათვის საჭირო მიწის გრუნტის გათხრას, ბეტონის ოვალური ფილების ჩაწყობას, ქვიშა-ცემენტის ხსნარით დაფარვასა და ამოყრილი გრუნტის გატანას ითვალისწინებს.
პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ალისა“ ახორციელებს. პროექტი ნოემბრის ბოლოსათვის დასრულდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები