Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ჩავიდა ინდოეთში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ IT-ბაზრად ითვლება. მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის დამფუძნებელი დღეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდა მოდის უნდა შეხვდეს და უნდა განიხილონ პროექტი ინდოელი სტუდენტებისთვის და ასევე ქვეყნის სოფლების ინტერნეტიზაციის საკითხი.
ინდოეთში Facebook –ს 100 მლნ ექაუნთი აქვს და თავად ქვეყნის პრემიერი მოდი, სოციალური ქსელის საკმაოდ წინწასული მომხმარებელია და ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიების. წინასაარჩევნო კამპანიისას, ამ წლის მაისში მოდის გუნდი აქტიურად იყენებდა აგიტაციისთვის არა მხოლოდ ინტერნეტს, არამედ ჰოლოგრამებსაც.
მარკ ცუკერბერგი უკვე მესამე დასავლელი IT-გურუა, რომელიც ბოლო დღეებში ინდოეთში ჩავიდა. ცუკერბერგამდე იქ იყვნენ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და Microsoft-ის ხელმძღვანელი სატია ნადელა.
აშშ-ის და ევროპის ბაზრებისგან განსხვავებით, ინდოეთის IT-ბაზარს ახლა ზრდის უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
მილიარდიან ქვეყანაში, ინტერნეტს მხოლოდ 243 მლნ ადამიანი მოიხმარს, 84 მლნ ინდოელი კი ქსელში მობილური მოწყობილობებიდან შედის. ციფრული ტექნოლოგიები იქ დიდი მოთხოვნით სარგებლობს, იმის მიუხედავად, რომ 300 მლნ-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები