რუბრიკები
თენგიზ ჯგუშია ახალ სახალხო მოძრაობას იწყებს (ვიდეო)
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ახალ სახალხო მოძრაობას - „მოითხოვე და შეასრულე დანაპირები“ იწყებს. მისი განმარტებით, მოძრაობის მიზანია ხელისუფლებას შეახსენოს წინასაარჩევნო დაპირებები და  მოსთხოვოს მათი შესრულება. ამასთან, ჯგუშია ამბობს, რომ დანაპირების შესრულების მოთხოვნა მოსახლეობამაც უნდა ისწავლოს. ჯგუშიამ ახალი მოძრაობა თანამოაზრეებთან ერთად,  კომბინატში კომპაქტურად ჩასახლებულ  დევნილებთან შეხვედრით დაიწყო. „შეასრულებს ხელისუფლება დანაპირებს? - მივესალმებით და  მხარს დავუჭერთ. არ შეასრულებს? -  საზოგადოებასთან ერთად, არ მოვისვენებთ, სანამ მათ ყველა დანაპირებს არ შევასრულებინებთ“, - თქვა თენგიზ ჯგუშიამ. კომბინატის დასახლებაში მცხოვრები დევნილების ნაწილი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ადგილზე ითხოვს, ნაწილი კი განსახლებას. „გვეუბნებოდნენ ბინას ფოთში მოგცემთო. იქ ვერ მოვხვდით, რადგან სოციალურად დაუცველის სტატუსი არ გვაქვს. საშინელ პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც მაღალი ქულა მოვიდა. მეუღლე მუშაობს მძღოლად და მცირე შემოსავალი გვაქვს. ახლა გვპირდებიან ზუგდიდში მოგცემთო ბინას და ველოდებით“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ლია ელიავა. ამასთან, დევნილები ამბობენ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ მათთან  ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა და პრობლემით არავინ დაინტერესებულა. მათ შორის კომბინატის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ზარქუა. ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატ ნიკოლოზ ზარქუას თქმით,  ის მის საარჩევნო უბანში დევნილებს ხშირად ხვდება და მათი პრობლემები მისთვის ცნობილია. ამასთან, ზარქუამ აღნიშნა, რომ ის  ელიავების ოჯახის პრობლემებით დაინტერესდება და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.