ქ.ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ ბოტანიკურ ბაღში ეკოაქცია „ კვირა ნარჩენების გარეშე“ გაიმართა.
ღონისძიებაში პროექტის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდულ ცენტრ „ორტუსის“ წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.
ახალგაზრდული კლუბების კოორდინატორის მიშიკო როგავას განაცხადებით, „პროექტის მიზანია, დასუფთავდეს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიულ - რეკრეაციული ზონა და ამასთან ერთად ახალგაზრდებში ხელი შევუწყოთ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.“
მისივე განმარტებით ინიციატივის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული ქალაქ ზუგდიდის მერია და დასუფთავების სამსახური. რომელმაც სპეციალური ბრიგადა და ტექნიკა გამოყო.
ცნობისთვის: ასოციაცია „ათინათი“ და გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება,“ რომლის ფარგლებშიც თითოეულ სკოლაში დაარსდა ოთხი მიმართულობის კლუბი: საბუნებისმეტყველო, ცხოვრების ჯანსაღი წესისი, სამოქალაქო და ეკოლოგიური განათლების კლუბები.
მასალის გამოყენების პირობები