რუბრიკები
ბილ გეითსმა 93-ჰექტარიანი ცხენსაშენი იყიდა
ბილ გეითსმა ცხენების ფერმა იყიდა, რომელიც რანჩო Paseana-ს სახელწოდებით არის ცნობილი. განთავსებულია 93 ჰექტარის ფართობზე და Microsoft-ის თანადამფუძნებელს ის $18 მლნ დაუჯდა. რანჩო, სან-დიეგოდან 20 წუთის სავალზეა. მის ტერიტორიაზე განთავსებულია იპოდრომი, სასტუმრო სახლი და ოფისი, ასევე ზეთის ხილის ბაღი, 5 საჯინიბო და ვეტერინარის სახლი. ფერმაში ადრე წმინდა სისხლის ცხენები გამოჰყავდათ, მაგრამ 2013 წელს ეს საქმე დაიკეტა და ამჟამად ბილ გეითსის საკუთრებაში არცერთი ცხენი აღარაა. ცხენების ფერმა პირველად გასაყიდად რამდენიმე წლის წინათ გამოიტანეს და მაშინ $30 მლნ-ად იყო შეფასებული. მოგვიანებით გასაყიდი ღირებულება $24.9 მლნ-მდე შემცირდა. მას შემდეგ მრავალი წინადადება იყო ყიდვაზე, თუმცა რანჩოს მფლობელი, „გახდომის გურუ“ ჯენი კრეიგი, ისეთ მყიდველს ეძებდა, რომელიც ზუსტად ცხენების გამოყვანით იქნებოდა დაინტერესებული. საცხენოსნო სპორტით ბილ გეითსის 18 წლის ქალიშვილი, ჯენიფერია გატაცებული და ახალი შენაძენი მამამ შესაძლოა სწორედ ქალიშვილის გამო გააკეთა. The Wall Street Journal
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.