“გალაქტიკის მცველები” მულტფილმად იქცევა! “დისნეიმ” ანიმაციური სერიალის გამოშვება 2015 წლისათვის დააანონსა.
Marvel Television-ის ახალი ნამუშევარი პიტერ ქუილის გარშემო იტრიალებს და მოგვიყვება მის თავგადასავალს სამყაროს გადარჩენის მცდელობისას. სიუჟეტში იქნებიან გალაქტიკის ჩვენთვის უკვე ნაცნობი მცველებიც.
"ფილმი ძალიან სწრაფად იქცა მსოფლიო ჰიტად და მაყურებელს დაუტოვა კიდევ უფრო მეტის ნახვის სურვილი. შესაბამისად, Marvel-ის შესანიშნავი გუნდი მზადაა, მაყურებელი ყოველკვირეული ანიმაციური სერიებით გაანებივროს.
- განაცხადა მარკ ბუჰაჯმა, რომელიც Disney XD-ის გენერალური მენეჯერია. მულტფილმის შექმნას ლეო რაილი უხელმძღვანელებს".
შეგახსენებთ, რომ “გალაქტიკის მცველებმა” პირველივე კვირაში 94-მილიონიანი მოგება მიიღო. ჯეიმს განის ნამუშევარი, რომელშიც მთავარ როლებს ქრის პრეტი, ზოი სალდანა, დეივ ბოტისტა და ჯონ რაილი ასრულებენ, ბრედლი კუპერისა და ვინ დიზელის ხმათა თანხლებით, წლევანდელი კინოპრემიერების ლიდერი 654-მილიონ დოლარიანი მაჩვენებლით გახდა.
მასალის გამოყენების პირობები