“დისნეიმ” და “მარველმა” უკვე გამოაქვეყნეს “გალაქტიკის მცველების” ანიმაციური სერიალის პირველი ფოტო! როგორც უკვე გაცნობეთ, “დისნეიმ” ანიმაციური სერიალის გამოშვება 2015 წლისათვის დააანონსა.
Marvel Television-ის ახალი ნამუშევარი პიტერ ქუილის გარშემო იტრიალებს და მოგვიყვება მის თავგადასავალს სამყაროს გადარჩენის მცდელობისას. სიუჟეტში იქნებიან გალაქტიკის ჩვენთვის უკვე ნაცნობი მცველებიც.
შეგახსენებთ, რომ “გალაქტიკის მცველებმა” პირველივე კვირაში 94-მილიონიანი მოგება მიიღო. ჯეიმს განის ნამუშევარი, რომელშიც მთავარ როლებს ქრის პრეტი, ზოი სალდანა, დეივ ბოტისტა და ჯონ რაილი ასრულებენ, ბრედლი კუპერისა და ვინ დიზელის ხმათა თანხლებით, წლევანდელი კინოპრემიერების ლიდერი 654-მილიონ დოლარიანი მაჩვენებლით გახდა.
მასალის გამოყენების პირობები