რუბრიკები
ორსანტიაში ახალი მოსაცდელები მოეწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, სახუფაცარიოსა და სახაზალიოს უბნებში 3 მოსაცდელის რეაბილიტაცია განხორციელდა.
საქვარაიოსა და ლუკავების უბანში კი 2 ახალი მოსაცდელი მოეწყო. ამ მოსაცდელებით სოფლის 270 ოჯახი, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც სარგებლობენ. საქვარაიოს უბნის მოსაცდელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებსაც ემსახურება. პროექტის განსახორციელებლად 21 000 ლარი გამოიყო.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები