ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე (გეზი) მისასვლელი გზა გადაკეტილია. ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველები საპროტესტო აქციას მართავენ და გზა სწორედ მათ გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები მერამდენე დღეა, შენობაში ელექტროენერგიის ჩართვას ითხოვენ და ამბობენ, რომ ყურადღებას არავინ აქცევს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შიმშილობითაც იმუქრებიან.
რამდენიმე წუთის წინ აქციაზე სამართალდამცავები გამოჩნდნენ.
მასალის გამოყენების პირობები