ჩხოროწყუს საჯარო სკოლების ყოფილი დირექტორები და პედაგოგები რაიონის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის ლია ჯალაღონიას გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ დღეს უწყების წინ აქციაც გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ჯალაღონია წლების განმავლობაში არაობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებდა. ერეოდა დირექტორების გათავისუფლების საკითხში და ხელს უწყობდა სკოლების ოპტიმიზაციის ფარგლებში, სოფლებში ისეთი სკოლების დახურვას, რომელთა მუშაობა აუცილებელი იყო რაიონისთვის.
პედაგოგები აცხადებენ,რომ 15 ოქტომბრიდან ისინი პერმანენტულად გამართავენ აქციებს და ლია ჯალაღონიას სამუშაო კაბინეტში შესვლის უფლებას არ მისცემენ.
რადიო "ათინათი" საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსს ლია ჯალაღონიას სატელეფონო კომენტარისთვის დაუკავშირდა,თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.
მასალის გამოყენების პირობები