თრილერი “Gone girl”, რომელიც დევიდ ფინჩერმა გადაიღო, ამერიკულ კინოგაქირავებაში უკვე მეორე კვირაა ლიდერობას ინარჩუნებს. გასულ უქმეებზე სურათმა 26,8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. პირველ შაბათ-კვირასთან შედარებით ფილმის შემოსავალმა მხოლოდ 28 პროცენტით დაიკლო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა დებიუტანტი – „დრაკულა“, რომელმაც 23,4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სურათის ბიუჯეტი 70 მილიონ დოლარს შეადგენს , ამიტომ საეჭვოა სამშობლოში ასეთი სტარტით დანახარჯები ამოიღოს.
მესამე ადგილზე გავიდა კომედია „Alexander and the Terrible, Horrible, No Good, Very Bad Day“. მან 19,1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მისი ბიუჯეტი მხოლოდ 28 მილიონ დოლარს შეადგენდა, ამიტომ დიდი ალბათობით შეიძლება მის შემქმნელებს სურათის ფინანსური წარმატების იმედი ჰქონდეთ.
საკმაოდ ცუდი სტარტი აიღო ფილმმა „მოსამართლე“, რომელშიც მთავარ როლს რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს. მისმა შემოსავალმა სულ რაღაც 13 მილიონი შეადგინა და მეხუთე ადგილზე გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები