ჟურნალმა
Esquire დედამიწის ყველაზე სექსუალურ ქალად მსახიობი პენელოპე კრუსი დაასახელა
კრუსი მე-11 ქალბატონია რომელსაც წლის ულამაზესი ქალის ტიტული Esquire-მა მიანიჭა. მანამდე ეს ტიტული მიენიჭათ ანჯელინა ჯოლის, ჰოლი ბერის, რიანას, შარლიზ ტერონსა და სკარლეტ იოჰანსონს.
აღიარების თანმხლებ ინტერვიუში კრუსი ამბობს, რომ უფრო ნაკლებადაა დაინტერესებული დრამატული როლებით, ვიდრე ეს 20 წლის წინ იყო. მან ტრადიციულად არ ისურვა პირად ცხოვრებაზე საუბარი.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს მსახიობი საიდუმლოდ დაქორწინდა მსახიობ ჰავიერ ბარდემზე. კრუსი მის მეუღლესა და ერთობლივი შვილების თაობაზე საჯარო საუბარს თავს არიდებს.
მასალის გამოყენების პირობები