ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ 379 898 ლარი გამოიყო.
პროექტის ფარგლებში,მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში,ქალაქის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და შპს „მკურნალი“-ის შენობის წინ მოეწყო შენობის სარინელები - 620 კვ.მ. ეზოების ტერიტორიაზე დაიგო ბეტონის დეკორატიული ფილები 5064 კვ.მ. მოეწყო რკინა - ბეტონის სანიაღვრე არხები, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაიგო ასფალტ - ბეტონის საფარი 3281 კვ.მ.
სამუშაოები შპს „შარაგზამშენ პირველმა“ შეასრულა.
მასალის გამოყენების პირობები