გაერო-ს წარმომადგენელი, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ანტი ტურენენი გალის ოთხმხრივი შეხვედრების აღდგენას და ამ პროცესში სოხუმის ჩართვას ითხოვს.
ამის შესახებ ანტი ტურენენმა აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრს ბესლან ბუთბას შეხვდა.
,,ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი წარმატება ის იყო, რომ შეიქმნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფი. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს შეხვედრები აღდგება“- განაცხადა შეხვედრაზე ტურენენმა.
ამასთან, დე-ფაქტო პრემიერის ასლან ბუთბას თქმით, აფხაზეთი ამ პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ საქართველო აფხაზეთთან ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს და აფხაზეთის მოქალაქეები შენგენის ვიზებს მიიღებენ.
,,ყველაზე მნიშვნელოვანია ხელშეკრულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ. ჩვენი ხალხი ამ შეთანხმებაზე იმედს ამყარებს. მართალია, ბოლო წლებში ომის დაწყების შიში არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ამ დოკუმენტს ელოდება“- აცხადებს ბუთბა.
აღნიშნულ საკითხს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მთავარი ვინც ხელი უნდა მოაწეროს ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას- ეს არის რუსეთის ფედერაცია.
,,ამასთან ერთად უდა შეასრულოს ის ვალდებულება, რომ საკუთარი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს. ეს არის ერთადერთი მიდგომა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს“- აცხადებს ალასანია.
გალის შეხვედრები 2006 წლის შემდეგ არ გამართულა.
მასალის გამოყენების პირობები