ფოთში მცხოვრები 15 დევნილი ოჯახი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის, თუ ხელისუფლება 17 ნოემბრამდე ფოთის ახალ რაიონში დევნილებისთვის მიმდინარე წლის აგვისტოში გადაცემული ბინების საკითხს არ შეისწავლს.
საუბარია იმ დევნილებზე, რომლებიც ორი კვირის წინ თბილისში, ფეხით წავიდნენ. დევნილებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ოფისში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტეს, რომ ხელისუფლებას დევნილთა ახალი საცხოვრებელი ბინების განაწილების ობიექტურობის დასადგენად ხუთ დღიანი ვადა მისცეს, არასასურველი შედეგის შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.
პარალელურად დევნილები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავშესაფრის თხოვნით მიმართავენ და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვიან.
მასალის გამოყენების პირობები