რუბრიკები
კეტი ჰოლმსი ჟაკლინ კენედის განასახიერებს
კეტი ჰოლმსი ჟაკლინ კენედის როლს მოირგებს და Reelz Channel-ის მინისერიალში მიიღებს მონაწილეობას. სერიალს, რომლის რეჟისორიც ჯონ კასარი იქნება, “კენედები” ერქმევა და დაფუძნებული იქნება ჯ. რენდი ტარაბორელის ბესტსელერზე “კამელოტის შემდეგ: კენედის ოჯახის პირადი ისტორია 1968-დან დღემდე”. კეტი ჰოლმსი, გარდა იმისა, რომ ყოფილ პირველ ლედის განასახიერებს, პროდუსერობასაც შეითავსებს და რამდენიმე ეპიზოდის დამდგმელ რეჟისორადაც მოგვევლინება. კეტიმ ადრეც შესანიშნავად განასახიერა კენედი და ახლაც განაგრძობს მისი როლის შესრულებას. მას შეუძლია, სული და გული ჩადოს თავის პერსონაჟში და სწორედ ამიტომაა იდეალური! ჰოლმსი ძლიერი, ნიჭიერი ქალია და ზუსტად ესმის, რაოდენ განსაკუთრებული და პატივსაცემი იყო ჟაკლინ კენედი. შეგახსენებთ, რომ ამავე სახელწოდების ადრინდელ სერიალში გრეგ კინიარი და ბარი პეპერი მონაწილეობდნენ. ახალი “კენედების” გადაღებები კანადაში მომდევნო წლის გაზაფხულზე დაიწყება და Reelz-ის არხზე 2016 წელს გამოვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.