გასულ კვირას იაპონიაში გამოფენა CEATEC japan 2014 გაიმართა, სადაც კომპანია TOSHIBA-მ ქალი-ანდროიდი წარმოადგინა, რომელსაც ადამიანთან მაღალი ხარისხის მსგავსება გამოარჩევს. რობოტი, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სახე აქვს, ახამხამებს თვალებს, ამოძრავებს თვალის კაკალს და იღიმება. თუმცა ანდროიდის მთავარი ღირსება საუბრის აღქმა და ამ ყველაფრის ჟესტების ენით გადმოცემაა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან ურთიერთობისას ამ თვისებების მქონე ანდროიდის შუამავლად გამოყენება ბევრად უფრო ეფექტური და ნაკლებად ხარჯიანი იქნება, ვიდრე სპეციალისტის დაქირავება ან მუდმივ სტაჟში ყოლა. რობოტ ქალს სახელიც შეურჩიეს და აიკო ჩიხარა დაარქვეს.
მასალის გამოყენების პირობები