ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ხონის რიაონის სოფელ საწულუკიძეოში მცხოვრები ლევან ბუღაშვილი და ზაურ შვანგირაძე დასაქმების მიზნით, თხილის საკრეფად, ნაცნობი მამაკაცის დამხარებით გადავიდნენ ოკუპირებულ რეგიონში, რა დროსაც სამივე დააკავეს.
ერთ-ერთი ვერსიით ის მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდები გადაიყვანა, მოგვიანებით გაათავისუფლეს. შემთხვევა 5 ოქტომბერს მოხდა, ოჯახებმა კი ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,ამ ეტაპზე დაკავებულები ოკუპირებული სოხუმის იზოლატორში იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები