რუბრიკები
"პანი კაროლინა"
ინგრედიენტები: ფქვილი 1.5 ჭიქა (200 მლ-იანი) სახამებელი 2 ს.კ კაკაო 3 ს.კ სოდა 1 ჩ.კ შაქარი 250 გ კვერცხის ცილა 7 კრემი: კვერცხის გული 7 რძე 500 გ შაქარი 2/3 ჭიქა შავი შოკოლადი 100 გ სახამებელი 3 ს.კ დარბილებული კარაქი 200 გ შავი ქლიავის ჩირი 300 გ (უკურკო) მომზადების წესი: ფქვილი, კაკაო, სოდა და სახამებელი შეურიეთ. ცილა და შაქარი ათქვიფეთ კარგად. მიღებულ ბეზეს ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ფქვილიანი ნარევი. მიიღებთ სქელი არაჟნის სისქის ცომს. საშუალო ზომის ნებისმიერ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომის მესამედი. გამოაცხეთ 185 გრადუსზე, 10 წუთი. ასევე გამოაცხეთ დარჩენილი ცომით 2 ფირფიტა. კრემი: ათქვიფეთ კვერცის გულები და შაქარი. დაამატეთ სახამებელი. დაასხით ცხელი რძე და კარგად გახსენით. დააბრუნეთ ცეცხლზე და ხელახლა მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ. როგორც კი შესქელდება, გადმოდგით და ცხელსვე ჩაამატეთ დატეხილი შოკოლადი. კარგად აურიეთ. გაციების შემდეგ შეათქვიფეთ კარაქი (ან ნაღები - უფრო ნაზი გამოვა). ქლიავს დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 20 წთ, ან უკეთესია წინა ღამით ლიქიორში დაალბოთ. შემდეგ გადაწურეთ და წვრილად დაკეპეთ ან ბლენდერში დააქუცმაცეთ. ტორტი ააწყვეთ ამგვარად: ფირფიტა - შავი ქლიავის ფენა - კრემი. ზემოდან მორთეთ სურვილის მიხედვით
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.