მასალა:
300გრ ძროხის ღვიძლი(ან ქათმის ღვიძლი);
150გრ ყველი;
150გრ დამჟვებული კიტრი;
პომიდორი;
კვერცხი;
არაჟანი;
მწვანილი, მარილი და წიწაკა გემოვნებით;
მომზადება:
ღვიძლი მოვხარშოთ, გავაციოთ და დავჭრათ კუბიკებად.
მჟავე კიტრი და ყველიც დავჭრათ კუბიკებად.
ავურიოთ ერთმანეთში ღვიძლი, კიტრი, ყველი და მწვანილი.
მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, მოვასხათ არაჟანი, ან მაიონეზი.
გავაფორმოთ შუაზე გაჭრილი კვერცხით და დაჭრილი პომიდვრით.
მასალის გამოყენების პირობები