Microsoft-მა გამოუშვა მობილური აპლიკაცია Skype Qik-ი და განაცხადა, რომ შეეცადა მასში გააერთიანებინა „ტექსტური შეტყობინების სპონტანურობა“ და „სატელეფონო ზარის სიახლოვე“.
Skype Qik-ს შეუძლია მაქსიმუმ 42 წამის ხანგრძლივობის ვიდეორგოლი გაუშვას. ვიდეოს გადაღებას შესაძლებელია, როგორც ძირითადი, ასევე ფრონტალური კამერით.
ვიდეოს გაგზავნა შეიძლება ერთი ადამიანისთვის, ან ჯგუფისთვის. რეგისტრაცია ამ აპლიკაციაზე ხდება ტელეფონის ნომერის მიხედვით, როგორც WhatsApp-ის ან Viber-ის შემთხვევაში. რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელი ხედავს კიდევ ვის აქვს მისი ტელეფონების წიგნიდან Skype Qik-ი დაყენებული სმარტფონეზე. მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლისთვის იქნება შესაძლებელი ვიდეოს გაგზავნა.
გაგზავნიდან 2 კვირაში, ვიდეო ავტომატურად იშლება ყველა მობილური მოწყობილობიდან. იქამდე, რომელიმე მხარის მიერ ვიდეოს წაშლის შემთხევაში, მეორე მხარეს ავტომატურად ეშლება ვიდეო-ფაილი.
Skype Qik-ი უკვე ხელმისაწვდომია iOS-ის, Android-ის და Windows Phone-ის სისტემების ტელეფონებისთვის და აპლიკაცია 21 ენაზეა ნათარგმნი.
მასალის გამოყენების პირობები