ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი ტელეარხის CBS ახალი შოუს პროდუსერები გახდებიან.
ფანტასტიკური თრილერის „Incorporated“ სიუჟეტი განვითარდება იმ სამყაროში, სადაც ძალაუფლება გიგანტურ კორპორაციებს ეკუთვნის. მაგრამ გამოჩნდება ერთი მამაცი, რომელსაც სისტემის მოტყუება და თავისი პირადი გზის არჩევა სურს.
საპილოტე სერიის სცენარს დევიდ და ალექს პასტორები დაწერენ.
შეგახსენებთ, რომ ბენ აფლეკს და მეთ დეიმონს უკვე არაერთხელ უმუშავიათ ერთად. დრამისთვის „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“ ერთობლივად დაწერილი სცენარისთვის მეგობრებმა „ოსკარიც“ მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები