ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელში ტაქსის მძღოლი მოკლეს.ამავე სოფლის მკვიდრმა,ახალგაზრდა მამაკაცმა ტაქსის მძღოლს გოდერძი შამუგიას სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა. მკვლელობის სავარაუდო მოტივი მძღოლისთვის თანხის გადაუხდელობა გახდა. გარდაცვლილი სოფელ კოკის მკვიდრია. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ უწყებისთვის მკვლელის ვინაობა ცნობილია და მიმდინარეობს გამოძიება.
მომხდარის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები