მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემში, სოფელ ქართვანში ხიდის მშენებლობა დასრულდა. პროექტი საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის“ გამოყოფილი თანხებით განხორციელდა.
ბეჩოს მოსახლეობა ამ ხიდის საშუალებით სახნავ-საძოვრებს უკავშირდება. რკინის კონსტრუქციის ხიდის ღირებულება 32 294 ლარს შეადგენს. სამუშაოები შპს „მესტიის საგზაო სამმართველომ“ შეასრულა. მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2015 წელის ოქტომბრის თვეში დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები