სიმღერა Get Lucky, რომელიც ნაილ როჯერსს ეკუთვნის და რომელსაც ფარელ უილიამსი და Daft Punk ასრულებენ, Broadcast Music Inc (BMI) Awards-ის ცერემონიაზე ”წლის სიმღერის” ტიტულის მფლობელი გახდა. ღონისძიება 13 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში გაიმართა. სინგლმა, რომელიც Daft Punk-ის 2013 წელს გამოცემულ ალბომში ”Random Access Memories” შედის, ამ წოდების მოსაპოვებლად უკან ჩამოიტოვა შემდეგი კონკურენტები: Avicii - Wake Me Up, ელი გოლდინგი და კელვინ ჰარისი - I Need Your Love, ტეილორ სვიფტი და ედ შირანი - Everything Has Changed და მაილი საირუსის Wrecking Ball.
მასალის გამოყენების პირობები