სკარლეტ იოჰანსონს ( „ლუსი“, „შურისმაძიებლები“) პოპულარული იაპონური კომიქსის „Ghost in the Shell“ ეკრანიზაციაში მთავარი როლის შესრულება შესთავაზეს.
სურათის სიუჟეტი თავდაცვის საქმეებში იაპონიის ნაციონალური კომისიის წევრის გარშემო ვითარდება. იგი სპეციალიზაციას მაღალტექნოლოგიურ დანაშაულებთან ბრძოლაში გადის. უფრო დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
კომიქსს დიდ ეკრანებზე „ფიფქია და მონადირეს“ რეჟისორი რუპერტ სანდერსი გადმოიტანს. წინათ , ამ როლით მარგო რობი იყო დაინტერესებული, მაგრამ ჭორების მიხედვით მან დევიდ ეირის „თვითმკვლელთა რაზმი“ არჩია.
მასალის გამოყენების პირობები