რუბრიკები
ინდონეზიაში უძველესი ნახატები იპოვეს
მეცნიერთა ვარაუდით მათ პრეისტორიული გამოქვაბულის მხატვრობის უძველესი ნიმუშები იპოვეს. ნახატები ინდონეზიის კულძულ სულავესზე აღმოაჩინეს. დღემდე ასეთი ძველი ნახატები მხოლოდ დასავლეთ ევროპაშია აღმოჩენილი. მეცნიერთა განცხადებით, ინდონეზიაში გამოქვაბულის მხატრვობის აღმოჩენა მნიშვნელოვნად ცვლის წარმოდგენა თუ როგორ ისწავლეს ადამიანებმა ხატვა. ავსტრალიელმა და ინდონეზიელმა მეცნიერებმა ნახატზე ჩამოყალიბებული სტალაქტიტის ისაკის დადგენით ხელის გამოსახულების მინიმალური ასაკი - 39 ათასი წელი. „ყველაზე ძველი ნახატი სულ მცირე 39,000 წლისაა. ეს ყველაზე ძველი ნახატია, რომელიც შაბლონითაა გაკეთებული. მის გვერდით ღორის გამოსახულებაა, რომელიც 35,400 წლის წინ დაიხატა. ეს რეალისტური მხატვრობის, სავარაუდოდ, ყველაზე ძველი გამოსახულებაა“, - განაცხადა ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის მეცნიერმა მახიმ ობერმა. მეცნიერები პეტროგლიფებს შორის გამოყოფენ გარეული ჩლიქოსანი ცხოველების ნახატებს და ტრაფარეტულ ხელის მტევნის გამოსახულებებს. ეს უკანასკნელი პრეისტორიულმა ადამიანებმა პირიდან საღებავის გამობერვით მიიიღეს. გამოქვაბულში ასევე არის 27 წლის წინ შექმნილი ნახატები. მეცნიერთა დასკვნით ამ გამოქვაბულში ადამიანები 13 ათასი წლის განმავლობაში ხატავდნენ. ხელოვნება და აბსტრაქტული კატეგორიებით აზროვნება ითვლება იმ ძირითად ფაქტორებად, რითაც ადამიანი ცხოველებისაგან განსხვავდება. ამ ფაქტორების წყალობით ადამიანმა ისწავლა ცეცხლის გამოყენება, შექმნა სამუშაო იარაღები, ბორბალი და მრავალი სხვა რამ, რამაც ადამიანი დომინანტ არსებად აქცია. ხელოვნების გაჩენა ითვლება იმ ეპოქად, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებას. 181152 181151
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.