41 წლის მსახიობი და მისი ყოფილი შეყვარებული ქეთრინ ჰარდინგი გაზაფხულზე ბავშვს ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დაშორდა, მათ შვილის გაზრდა საერთო ძალებით აქვთ გადაწყვეტილი.
ვარსკვლავის წარმომადგენელმა ჟურნალ People-თან განაცხადა: „შემიძლია დავადასტურო, რომ ჯუდ ლოუ და ქეთრინ ჰარდინგი გაზაფხულზე ბავშვს ელოდებიან. დღეს მათ უკვე ურთიერთობა აღარ აქვთ, მაგრამ ბავშვის გაზრდას ერთად აპირებენ. ისინი ამას თავის პირად საქმედ თვლიან და სხვა განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით აღარ გაკეთდება. გთხოვთ, რომ პატივისცემით მოეკიდოთ მათი და მათი ოჯახების პირად ცხოვრებას“.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ მსახიობს ყოფილი მეუღლისგან, სედი ფორესტისგან სამი შვილი ჰყავს: 18 წლის რაფეტი, 3 წლის ირისი და 12 წლის რუდი. მას ასევე ამერიკელი მოდელის სამანტა ბერგისგან ხუთი წლის ქალიშვილი სოფია ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები