რიდლი სკოტი და ლინდა ობსტი რიჩარდ პრესტონის სამეცნიერო რომანს „The Hot Zone: A Terrifying True Story“ ეკრანიზირებას გაუკეთებენ. ტელეპროექტი ვირუსი ემბოლას წარმოშობის საფუძვლებს იკვლევს. როგორც გამომცემლობა The Hollywood Reporter იტყობინება, სცენარს ჯიმ ჰარტი და დევიდ ცუკერი დაწერენ, ხოლო როდლი სკოტი მინიმუმ პირველ სერიას მაინც გადაიღებს.
გასული წლის განმავლობაში სკოტი და ობსტი მუშაობდნენ პროექტზე, რომელზე უფლებებიც ოცი წლის წინ მოიპოვეს. რამდენიმე თვის წინ დასავლეთ აფრიკაში მომაკვდინებელი ვირუსის სწრაფი გავრცელება დაიწყო და ხუთი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„ვფიქრობ, რომ ის სიჩქარე, რომლითაც ვირუსი ვრცელდება და კლავს, დაავადებას ძალიან საშინლად აქცევს“, – ამბობს ობსტი.- ხალხს იმედი აქვს, რომ ის რაღაცნაირად დედამიწის შორეულ კუთხეში დარჩება. თანამედროვე სამყაროში კი ეს არარეალურია. თანამედროვე სამყარო ყველა ჩვენგანს ერთი დიდი ოჯახის წევრად ხდის“.
მასალის გამოყენების პირობები