ლეონარდო დიკაპრიო ეკოლოგიის დაცვის მიზნით თავის მოღვაწეობას აგრძელებს. ამჯერად მისი ყურადღება მსოფლიო ოკეანის ფაუნამ მიიპყრო. მსახიობის ფონდმა ზღვის ფსკერის მაცხოვრებელთათვის 2 მილიონი დოლარი გაიღო.
ლეონარდომ საქველმოქმედო პროგრამა Oceans 5-ს დაუჭირა მხარი. მისი მიზანია უსაზღვროდ დიდ თევზჭერასთან ბრძოლა.
„Oceans 5 ზღვის გარემოს დასაცავად მშვენიერი ახალი პლატფორმაა- განაცხადა ლეომ. – სხვა ადამიანებთან თანამშრომლობით, რომლებიც გულგრილად არ უყურებენ ბუნების დაცვას, ჩვენ ჩვენი პლანეტის მომავლისთვის უფრო ჭკვიანურ და შთამბეჭდავ ინვესტიციებს ვაკეთებთ. მწარე სიმართლე იმაშია, რომ მსოფლიო ოკეანის მხოლოდ 2 პროცენტია სრულიად დაცული. ჩვენ ეს სიტუაცია უნდა შეცვალოთ“.
მასალის გამოყენების პირობები