აშშ-ის მრავალჯერადი გამოყენების უპილოტო კოსმოსური აპარატი X-37B კალიფორნიაში ვანდენბერგის ავიაბაზაზე დაეშვა. Boeing-ის მიერ შექმნილი აპარატი დედამიწის ახლო ორბიტაზე საიდუმლო მისიით 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
ფრენის მიზნებზე ოფიციალურად არაფერია ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონის კუთვნილი „ექსპერიმენტალურ ორბიტალურ აპარატზე“ სადაზვერვო აპარატურაა განთავსებული, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის დაზვერვაზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია. არსებობდა სერიოზული ეჭვი, რომ აპარატი სწავლობდა ჩინურ ორბიტალურ მოდულს „ტიანგუნ-1“-ს თუმცა მოგვიანებით ამ ჰიპოთეზაზე მისმა ავტორებმაც უარი თქვეს.
კოსმოსური ხომალდი ორბიტაზე 2012 წლის დეკემბერში გავიდა. ეს შატლის უკვე მესამე ორბიტალური ფრენაა. მეოთხე გაფრენა 2015 წელსაა დაგეგმილი.
ადრე პენტაგონმა განაცხადა, რომ აპარატი X-37B შექმნილია იმ სადაზვერვო ამოცანებისათვის, რომელსაც თანამგზავრები ასრულებენ. სადაზვერვო თანამგზავრს მუშაობის შედარებით ხანმოკლე პერიოდი აქვს, რის შემდეგაც თანამგზავრი ნადგურდება ან ორბიტას ტოვებს. ექპერიმენტალურ აპარატის გამოყენება კი შეიძლება მრავალგზის, რაც პენტაგონს მილიარდობით დოლარის ეკონომიას მისცემს. თუმცა სამხედრო ექპერტიების დიდი ნაწილი აპარატის დეკლარირებულ ამოცანებს ეჭვქვეშ აყენებს და რეალური მიზნების სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს.
მასალის გამოყენების პირობები