ძლიერმა სტიქიამ ჩხოროწყუს რაიონის რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და ზუგდიდი-ჩხოროწყუს ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა. ბოლო 2 საათია გზაზე მოძრაობა ვერ ხერხდება.
ძლიერი წვიმის გამო მოსახლეობის ნაწილს შემოდგომის მოსავალი მთლიანად გაუნადგურდა. წაქცეულია ელექტრო ბოძები და ხიდები.
მდინარე ხობისწყალი მთაში გადაუღებელი წვიმების გამო ამ წუთებშიც განაგრძობს კალაპოტიდან გადმოსვლას. მორღვეულია ნაპირსამაგრი ჯებირებიც.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და მაშველების მიერ შექმნილი საგანგებო ჯგუფი, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, თუმცა აღდგენითი სამუშაოების დაწყება ძლიერი წვიმის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მასალის გამოყენების პირობები