წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდ. ხობი ადიდდა. როგორც ხობის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო "ათინათს" განუცხადეს, მდინარე ხობს, ყულევთან, ამ ეტაპისათვის შავ ზღვაში ჩადინება არ უჭირს. შუადღისათვის კი,სავარაუდოდ მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება.
ყულევში იმყოფებიან ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ისინი ადგილზე ეცნობიან ვითარებას.
ადგილზე მობილიზებულია ხობის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადა.
მასალის გამოყენების პირობები