რუბრიკები
ჩხოროწყუ-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი პარალიზებულია
მდინარე ხობისწყლის ადიდების შედეგად, ჩხოროწყუ-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი პარალიზებულია. წყალმა წაიღო სოფლების დამაკავშირებელი ხიდები და ელექტრობოძები, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. განადგურებულია სიმინდის ყანები და ხეხილი.
"გადაუღებელი კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდდა მდინარეები, ძირითადად, ხობისწყალი, რომელმაც დატბორა ნათესი ყანები, თხილნარები, ასევე გაარღვია ჯებირები და მიწაყრილები. ძირითადი ზიანი ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს", - განაცხადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით გოგუამ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები