რეცეპტის ინგრედიენტები:
ქათამი
1 ჩ.კ. უცხო სუნელი
1 ჩ.კ ქინძის სუნელი
ნიორი
რძე
მარილი
მომზადების წესი
1. ქათამი დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად და შევწვათ ტაფაზე. როდესაც შეიწვება, დროებით თეფშზე გადმოვიღოთ.
2. ტაფაში დარჩენილ ცხიმს დავამატოთ ცოტაოდენი წყალი, 1 ჩაის კოვზი უცხო და 1 ჩაის კოვზი ქინძის სუნელი, ბლომად დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და წამოვადუღოთ. როდესაც წამოდუღდება, შიგნით ჩავაწყოთ შემწვარი ქათმის ნაჭრები და დავასხათ იმდენი რძე, რომ ნაჭრები თითქმის დაიფაროს. დავაფაროთ თავსახური და კვლავ წამოვადუღოთ.
შქმერული მზად არის! სურვილისამებრ, შეგიძლიათ კეცზე გადაიტანოთ!
მასალის გამოყენების პირობები