ქსელში გვენ სტეფანის სოლო-ნამუშევრის პრეზენტაცია გაიმართა. კომპოზიციის სახელწოდება „Baby Don’t Lie“ გახდა და ის სტეფანის მესამე ალბომის მხარდასაჭერად ჩაიწერა. ამ მომენტისთვის დისკის დეტალები გასაიდუმლოებულია. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ რამდენიმე სიმღერა ფარელ უილიამსთან ერთად ჩაიწერა და რომ ფირფიტა წლის ბოლომდე გამოვა. ზემოთხსენებულ სიმღერაზე კლიპის გადაღება დასრულდა და მისი რეჟისორი სოფი მიულერია, რომელთანაც გვენს არაერთხელ უთანამშრომლია.
მასალის გამოყენების პირობები