რუბრიკები
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო შტაბები შეიქმნა
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით საგანგებო შტაბები შეიქმნა.ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,გუშინ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარი და წვიმა დაფიქსირდა,რასაც შედეგად სხვადასხვა სახის ზიანი მოჰყვა.საგანგებო შტაბებში წარმოდგენილნი არიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები. ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად,აღნიშნული მომენტისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. სტიქიის შედეგად დაზარალდა იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონები.რამდენიმე რაიონში დაიტბორა საავტომობილო გზები და საკარმიდამო ნაკვეთები,ადგილი ჰქონდა მცირე ზომის მეწყრულ მოვლენებს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები. "ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე მოხდა მყისიერი და კოორდინირებული რეაგირება. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. აღდგა საავტომობილო მიმოსვლა ყველა ცენტრალურ საგზაო მაგისტრალზე და მუნიციპალურ სამსახურებს შესაძლებლობა აქვთ, მუშაობა გააგრძელონ ჩვეულ რეჟიმში",-ნათქვამია განცხადებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით,დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გამოიდარებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.