უამინდობის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტში 2 სოფლის დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს,რომ უხვი ნალექის გამო სოფლების ძველი და ახალი ხიბულა დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი მდინარე ჭანისწყალზე დაზიანდა.
ამ დროისათვის მოძრაობის აღკვეთის მიზნით ხიდი დაკეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინცინდენტის ადგილზე იმყოფებიან. მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახურები. მდინარის ადიდების შედეგად ასევე დატბორილია ძვ.ხიბულაში მცხოვრები ქავთარაძეებისა და ადონიების საკარმიდამო ნაკვეთებიც.
მასალის გამოყენების პირობები