რუბრიკები
ავსტრალიაში სწავლა ძვირი ღირს.
როგორც Business Insider წერს, ჩატარდა კვლევა რომელში მონაწილეობაც 15 ქვეყნის 4 ,500 მშობელმა მიიღო. მშობლების ინფორმაციით, შვილებისთვის უმაღლესი განათლების მიცემა ავსტრალიაში ყველაზე ძვირი ჯდება. მაგალითად, თუ აშშ-ი სწავლა წელიწადში საშუალოდ 36 ათასი აშშ დოლარი ღირს ( საფასურში შედის სწავლების გადასახადი და ცხოვრების ღირებულება), ანალოგიური პერიოდი ავსტრალიაში დაახლოებით 42 ათასი აშშ დოლარი ჯდება. ავსტრალიაში განათლების მიღება განსკუთრებული პოპულარობით აზიელ სტუდენტთა შორის სარგებლობს. თუმცა, როგორც უცხოური გამოცემა წერს, აქ სწავლის ხარისხი განათლების ღირებულებას არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. მათ მისაზიდად ქვეყანას 2 ფაქტორი ეხმარება: პირველი- აზიასთან ტერიტორიული სიახლოვე და მეორე- ცხოვრების მაღალი დონე. როგორც ამბობენ, ავსტრალიის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, სწორედ უცხოელი სტუდენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ავსტრალიის შემდეგ, განათლების მიღების თვალსაზრისით, ძვირადღირებული ქვეყნების სიაში მოხვდნენ: სინგაპური, სადაც ერთი წლის სწავლების საფასური 39 ათას აშშ დოლარზე მეტია, აშშ- 36 ათასი, გაერთიანებული სამეფო- 35 ათასი, ჰონგ-კონგი- 32 ათასი, კანადა- 29 ათასი, საფრანგეთი- 16 ათასი, მალაიზია-12 ათასი, ტაივანი- 11 ათასი და სხვა. განათლების მიღება ამ ქვეყნების ფონზე შედარებით იაფი ინდოეთშია. აქ სწავლა 5 ათასი აშშ დოლარი ჯდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.