Telegraph-ის ინფორმაციით, ჯოან როულინგი ჰაგრიდის ქოხის აშენებას აპირებს. როგორც ავტორი აცხადებს, თავის შოტლანდიურ რეზიდენციაში აუცილებლად აიგება ჰარის, ჰერმიონისა და რონის საყვარელი ადგილი. ეს იქნება მრგვალი შენობა, ქვით აგებული კედლებითა და კრამიტის სახურავით. ჰაგრიდის სახლი მწერლის ეზოს იმ ნაწილში იქნება განთავსებული, რომელიც ტყეში გადის. როულინგმა მშენებლობაზე თანხმობა უკვე მიიღო, გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი ხე არ დაზიანდება.
ჯოანის თქმით, ამ ადგილს სამუშაოდ გამოიყენებს და სწორედ ჰაგრიდის ქოხში დაწერს ყველა იმ ამბავს, რომელიც პოტერისტებისათვის დარჩა სათქმელი.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს გამოვა პირველი ნაწილი ტრილოგიისა “ფანტასტიკური მხეცები: სად შეიძლება მათი პოვნა”, რომელიც ჰარიმდე მომხდარ მოვლენებზე მოგვიყვება.
მასალის გამოყენების პირობები