ინგრედიენტები:
შებოლილი ქათმის ხორცი 200 გ
სტაფილო 2 ცალი
ტკბილი წიწაკა 3
წითელი კომბოსტო 100 გ
ზეთი 3 ს.კ
ხახვი 3
ოხრახუში 1 კონა
მაიონეზი 100-150 გ
ყველი პარმეზანი 2-3 ს.კ, გახეხილი
კენკრა მოსართავად
მარილი
პილპილი
მომზადების წესი:
გახეხილი სტაფილო ზეთში მსუბუქად მოვშუშოთ, დავუმატოთ მარილი.
თეფშზე დავალაგოთ თხელ, მოგრძო ზოლებად დაჭრილი წიწაკა, მსხვილად დაჭრილი ხახვი, კუბებად დაჭრილი შებოლილი ქათმის ხორცი და მოვასხათ ცოტა მაიონეზი, ზედ მოვათავსოთ მოშუშული ბოსტნეული და კვლავ მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ ცოტა დაჭრილი ოხრახუში, შემდეგ ფენად დავაყაროთ თხლად დაკეპილი კომბოსტო, შემდეგ მაიონეზი, ოხრახუში და ბოლოს გახეხილი პარმეზანი.
სალათა მოვრთოთ წითელი კენკრით და ისე მივიტანოთ სუფრაზე
მასალის გამოყენების პირობები