რუბრიკები
მილიონერი მუსიკოსები

გამოცემაSunday Times–მა წელსაც არ უღალატა ტრადიციას და დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მოღვაწე 50 მილიონერი მუსიკოსის სია გამოაქვეყნა.

სიაში მესამე პოზიცია The Beatles-ის ყოფილმა წევრმა და ლეგენდარულმა მუსიკოსმა პოლ მაკარტნიმ დაიკავა 665 მილიონი ფუნტი სტერლინგით. მომღერალმა მხოლოდ გასულ წელს საკუთარი შემოსავლები 170 მილიონიოთ გაზარდა. მას ერთი ადგილით უსწრებს თეატრალური პროდიუსერი კამერონ მაკინტოში, ხოლო პირველი ადგილი კი ხმის ჩამწერი კომპანიების მფლობელმა კლაივ კალდერმა დაიკავა 1,350 მილიონი ფუნტი სტერლინგით.

მე–4 ადგილი კომპოზიტორმა და თეატრის იმპრესარიომ ენდრიუ ლოიდ ვებერმა დაიკავა, მას კი 514 მილიონი ფუნტი სტერლინგით ჯგუფი U2 მოჰყვება. ათეულში ასევე მოხვდნენ მიკ ჯაგერი და დანიელ ეკი. სიაში ასევე მოხვდნენ Coldplay-ის ფრონტმენი კრის მარტინი და მისი მეუღლე გვინეტ პელტროუ და Take That-ის გარი ბარლოუ.

სიის შედგენისას მხოლოდ იდენტიფიცირებადი სიმდიდრე – უძრავი ქონება, სხვადასხვა სახის აქტივები, როგორებიცაა ხელოვნების ნიმუშები ან ცხენები და სხვადასხვა კომპანიაში არსებული წილები გაითვალისწინეს. გამოცემას ხელი არ მიუწვდებოდა საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც თავად ამ ადამიანების ნება–სურვილით არის გასაიდუმლოებული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.