Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/a7d43a469570b7406e68146460abc303.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ფოთის მერის არჩევაში ეკა ბესელიას “ჩარევას” გმობს
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ფოთის მერის დანიშვნის პროცედურებში "ეკა ბესელიას ჩარევის გამო" შეშფოთებას გამოთქვამს. ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ეკა ბესელიამ,  ფოთის საკრებულოს თავმჯდომარისგან ფოთის მერის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლის დანიშვნა მოითხოვა. "იგი ასევე მიუთითებდა ქალაქის თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელობას, როგორ უნდა ჩაეტარებინათ მათ ქალაქის მერის დანიშვნის პროცედურები. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას მომხდარის მიმართ, ფაქტს მიიჩნევს ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობის პირის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ კომპეტენციებში პირდაპირ და უხეშ ჩარევად, რაც წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ორგანული კანონის თვითმმართველობების შესახებ უხეშ დარღვევას. ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას, აღკვეთოს საქართველოს პარლამენტის წევრების ჩარევა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებებში."ქართულ ოცნებას” ჰყავს შესაბამისი წარმომადგენლობა ფოთის საკრებულოში, რათა ადგილზე გადაწყდეს ყველა არსებული საკამათო საკითხი თუ პრობლემა", - ნათქვამი მიმართვაში, რომელსაც ხელს ასოციაციის პრეზიდენტი მამუკა აბულაძე აწერს. ეკა ბესელია  ქალაქის მერის არჩევის საკითხის განსახილველად ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლებს გუშინ შეხვდა. როგორც მან  განაცხადა მისი პრინციპული მოთხოვნაა, რომ საკრებულომ თვითნებურად, ხალხის ნების გარეშე არ დანიშნოს "ნაციონალი" მერი. ფოთის მერის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, დავით სარსანიას დანიშვნის მოთხოვნით, ფოთის მერიის წინ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.