ქართულ კინოთეატრებში მაყურებელს ლევან ბახიას ფილმის ”ნაღმი” ნახვის საშუალება მიეცემა. ქართულ-ამერიკული მხატვრული ფილმი ფსიქოლოგიური ტრილერია.იგი ქართველი და ამერიკელი მსახიობების მონაწილეობით შექმნილი კიდევ ერთი ჰოლივუდური პროექტია. ფილმი ”247 გრადუსი ფარენგეიტის” შემქმნელებს, სარეკ სტუდიასა და ლევან ბახიას ეკუთვნით.
ეს უკანასკნელი მაყურებელს ბევრ სანერვიულოსა და უამრავ დაძაბულ მომენტს ჰპირდება. პროექტი კანადელ სცენარისტთან ედრიან კოლუსისთან ერთად შეიქმნა. ფილმი სამი ამერიკელი ტურისტის შესახებ მოგვითხრობს, ბუნებაში სეირნობის დროს მეგობრებიდან ერთ-ერთი ფეხს შემთხვევით ნაღმზე დაადგამს.მეგობრები დახმარებას ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ. დენიელის სიცოცხლე მაშინვე დასრულდება თუ ის ერთხელ მაინც გამოძრავდება. როლს ცნობილი მსახიობი სერიალ,, Glee’’–ის ერთ–ერთი მთავარი პერსონაი დინ გეიერი ასრულებს. სპენსერ ლოქი, რომელიც ყველას ,,ბოროტების სავანე’’–ში განსახიერებული როლით გვახსოვს, ლევან ბახიას ახალ ფილმში ალიშას როლს ასრულებს. მისი მეგობრის, კრისის როლს თინეიჯერების უსაყვარლესი მსახიობი სტერლინ ნაითლი განასახიერებს.
უცხოელ მსახიობებს პარტნიორობას კოტე თოლორდავა, გიორგი ცაავა, ნანა კიკნაძე და ელენე ბეზარაშვილი უწევენ.
სამი ტურისტის გარშემო დატრიალებული ისტორია კომერციული პროექტია, რომელიც პირველ რიგში ამერიკულ ბაზარზეა გათვლილი, თუმცა ლევან ბახიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული აუდიტორიაა. სწორედ ამიტომ დასრულებული პროექტის პირველი შემფასებელი სწორედ ქართველი მაყურებელი იქნება.
ფილმის აფიშაზე kikala studio–ს დამაარსებელიმა მამუკა კიკალიშვილიმა იმუშავა.
ფილმის ბიუჯეტი 700 000 აშშ დოლარის შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები