რუბრიკები
სააგენტო „აფსნიპრესს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის, რაულ ხაჯინბას მიერ გაცემული, „სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ დირექტორის შესახებ“, ბრძანებულების თანახმად, აღნიშნული სააგენტოს ახალ ხელმძღვანელად რენატა ჩაგავა დაინიშნა.
ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების ნაწილი სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა სოხუმის ახალი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მას მცდარი უწოდა. მათი თქმით, უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ ე.წ. მთავრობას, „აფსნიპრესის“ ლიკვიდაციის შესახებ გაეკეთებინა განცხადება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები