ფოთის პორტის ყოფილმა თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს.აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. პორტის თანამშრომლებთან ერთად საპროტესტო აქციას სამსახურიდან სხვადასხვა დროს განთავისუფლებული ყოფილი თანამშრომლებიც უერთდებიან. არსებული ინფორმაციით, 2011 წლიდან, ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პორტის 500-ზე მეტმა თანამშრომელმა სხვადასხვა მიზეზით სამსახური დაკარგა
. მიზეზად კი - საპენსიო ასაკი და არაპროფესიონალიზმი დასახელდა. მათ პორტის ადმინისტრაციამ ერთწლიანი ფულადი კომპენსაცია დაუნიშნა, რომლის ვადაც დეკემბერში იწურება. აქციაზე მისული ადამიანები ამბობენ, რომ ამის შემდეგ ისინი ყოველგვარი სახსრების გარეშე რჩებიან. ფოთის პორტის გენერალური დირექტორის, ჯოზეფ ქროულის ინფორმაციით, ფოთის პორტის დაახლოებით 70 პროცენტი გაჩერებულია, არ მუშაობენ სანავსადგურო ფლოტის, რეზერვისტთა ჯგუფების თანამშრომლები და ამწეები.
მისივე თქმით, მუშაობს მხოლოდ იჯარით გაცემული ნავმისადგომები.
"ფინანსური ზარალი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მოვლენების გამო უარყოფითად აისახება ნავსადგურზე. ნავსადგურთან პირდაპირ კავშირში ძალიან ბევრი ბიზნესია. მომავალში შესაძლოა, დავდგეთ იმ საფრთხის წინაშე, რომ მათ არ შემოიტანონ ფოთის პორტში ტვირთები. ეს ძალიან ცუდად აისახება არამარტო ფოთის პორტის მდგომარეობაზე, მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკაზე",-აღნიშნა პორტის ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები