ჯენიფერ ლოპესმა მოსკოვში, 11 ნოემბერს, Crocus City Hall-ში პირველი კონცერტი გამართა. პოპ-დივამ ცეცხლოვანი შოუთი, რომელიც თემატურად ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი, კვლავ აღაფრთოვანა თაყვანისმცემლები. ლოპესი მაყურებლის წინაშე ყველა იმ სასცენო სახით წარსდგა, რომლითაც მას მრავალრიცხოვანი კლიპებიდან იცნობენ.
ჯეი ლომ თავისი ტყუპები მოსკოვში არ ჩამოიყვანა, ამჯერად მას ორი ასისტენტი, დედა და ახალი რჩეული, მასზე 18 წლით უმცროსი, მოცეკვავე კასპერ სმარტი ახლდნენ.
lifenews
მასალის გამოყენების პირობები