მერილ სტრიპსა და სტივი უანდერს პრეზიდენტ ბარაკ ობამასაგან “თავისუფლების მედალი” გადაეცემათ. მათ 16 სხვა მედალოსანიც შეუერთდებათ. ეს ყველაფერი გამოხატულებაა იმ მადლიერებისა, რომელიც ამ რჩეულმა პიროვნებებმა თავიანთი მოღვაწეობის გამო დაიმსახურეს. “თავისუფლების მედალი” ყოველწლიურად გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამერიკის შეერთებული შტატების კეთილდღეობაში, მსოფლიო მშვიდობის დამყარებასა და კულტურულ მიღწევებში.
დაწყებული იმ მეცნიერებიდან, რომლებმაც ამერიკის ისტორიაში ახალი ფურცლები გადაშალეს, დამთავრებული იმ მოქალაქეებით, რომლებმაც უკიდურესად დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს კეთილდღეობაში…
- აცხადებს ობამა დაჯილდოებულთა სიის ჩამოთვლისას. მედალს მიიღებენ ცნობილი კომპოზიტორი სტეფენ სონდეიმი და მსახიობი მარლო თომასიც.
მასალის გამოყენების პირობები