პარიზის მეტროში უკვე მეოთხედ ტარდება საუკეთესო შეფ–მზარეულების კულინარიული კურსები. წელს მათი ორგანიზატორია გამოცემა Guide Champérard.
მასტერ–კლასები 13 –15 ნოემბერს სადგურ Miromesnilის ვესტიბიულში ტარდება. ღონისძიებაში პარიზის ცნობილი რესტორნების შეფ–მზარეულები მონაწილეობენ, რომლებიც მაყურებლებს თავიანთ საიდუმლოებებს გაუზიარებენ და დახვეწილი და მარტივი რეცეპტების მომზადების წესებს გააცნობენ. ყველაზე იღბლიანები ამ კერძების დაგემოვნებასაც შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები