ლოს – ანჟელესის ხელისუფალნი გეგმავენ ყოველი ორშაბათი ქალაქში ვეგეტარიანულად გამოაცხადონ. ქალაქის საბჭომ გამოსცა მიმართვა, რომელშიც მოუწოდა ქალაქის მცხოვრებლებს სამუშაო კვირის პირველ დღეს არ ჭამონ ხორცი.
კამპანია ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს. ქალაქის საბჭო იმედს გამოთქვამს, რომ ეს გადაწყვეტილება დაამკვიდრებს ტრადიციას, კვირაში ერთხელ მაინც უარი ითქვას ხორცის მიღებაზე.
ამრიგად, ლოს–ანჟელესი გახდა პირველი უსმხვილესი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც შეუერთდა ხორცის მოხმარების შემცირების გლობალურ კამპანიას, ადამიანთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მსოფლიოში ეკოლოგიური სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
ლოს –ანჟელესის საბჭოს მოხელეები აღნიშნავენ, რომ მედიკოსების მონაცემებით,ხორცზე თუნდაც დროებით უარის თქმა საგრძნობლად აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას, კერძოდ ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს. სტატისტიკის მიხედვით აშშ სიმსუქნით დაავადებულთა რიცხვის მიხედით მსოფლიოს ქვეყნების სამეულში შედის.
მასალის გამოყენების პირობები